“ლეიბორისტული” პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“დენის ტარიფი ძვირდებაო. მიზეზი ვიცით ჰო? მოხმარება გაიზარდა, შესაბამისად _ იმპორტიც და ენერგოკომპანიების ხარჯებიცო. ის არ უთქვავთ, მოხმარება რომ ბიძინ მარჩენალის ბიტკოინებით ვერგაძღომამ გამოიწვია, ბოლო წლებში.
ჰო ისევ აირჩიეთ?! ჰოდა, ძალიან კარგი! უნდა გაძვიდეს! რა მოხდა მერე ერთ კილოვატში 3_5 თეთრით მეტს თუ გადაიხდით?! სამაგიეროდ არქიფო გადაიხდის ისევ 11 თეთრს! თან ბიტკოინების ღირებულებაც ისევ გაიზარდა 18 ათას დოლარამდე! მიეცეს და მიემატოს.
მთავარია, არქიფოს ბიტკოინების ქარხნებიდან გამოდიოდეს ბოლი! ჩვენ ჰო მისი ბედნიერებითაც ბედნიერები ვართ!
ალილუია წმინდა ბიძინ ოცნებებასრულებულს!…
რა აქ მოსატანია და მარტო გლდანის ქარხანა თბილისის მეტროზე ორჯერ და რკინიგზაზე სამჯერ მეტ დენს ხარჯავს.ახლა ჰესებს ააშენებს კიდო და იმ 11 თეთრსაც აღარ გადაიხდის, ბევრის დატბორვის და აყრის ფონზე…
მერე რააა?! მთავარია ის ერთადერთი იყოს ბევრი ფულით ბედნიერი!
ისევ და ისევ ალილუია!….
პ.ს.ის საარჩევნო 50 ლარიანები უკვე დაიხარჯა კარტოფილში?”