თბილისი მერის, კახი კალაძის განცხადებით, თბილისობაზე სადღესასწაულო ღონისძიებები წელსაც არ გაიმართება.
მისივე განმარტებით,იქნება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გაშუქდება
“წელსაც გვაქვს იგივე პრობლემა არსებული პანდემიიდან გამომდინარე, დღესაც ვებრძვით ამ უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლის უსაფრთხოება და ამიტომ ამ პანდემიიდან გამომდინარე ვერც წელს გავმართავთ სადღესასწაულო ღონისძიებებს”, – თქვა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.კალაძის თქმით, იქნება საპატიო თბილისელების დაჯილდოვების ცერემონია და კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გაშუქდება.