ხვალ ოზურგეთის რაიონული სასამართლო, რეგისტრაციიდან, ოზურგეთის მერობის “ქართული ოცნებიდან” კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძისა და ასევე “ქართული ოცნებიდან” ძიმითი-ნაგომარი-ასკანა-მზიანის მაჟორიტარულ ოლქში, დეპუტატობის კანდიდატის, ტიტე მგელაძის კანდიდატურების მოხსნის საკითხს განიხილავს.
სასამართლო 12 საათზე დაიწყება.
სარჩელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოში, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, კერძოდ მისმა წარმომადგენელმა, თათია ნიკოლაიშვილმა, შეიტანა.
მოსარჩელეები ორთავე პირს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს.