მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, თაკო ჩარკვიანი შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვს.
პარტია ”კანონი და სამართლის ” ლიდერი ამბობს,რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე, სადაც პრემიერი სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობდა, საგამოძიებო უწყებას რეაგირება უნდა ჰქონდეს.
“ვიღაც არ ჩამოდის ნამდვილად და ის ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა. მაინტერესებს რამდენად აქვს გაანალიზებული შს მინისტრს და თავად პრემიერსაც ეს თემა. ამიტომ მე ვთავაზობ მათ, რომ თვითმფრინავი დაჯდეს ნორმალურად, რა თქმა უნდა, ვთავაზობ, რომ მათ უზრუნველჰყონ მშვიდობიანობა. როგორ წარმოუდგენია ნახევარ მილიონამდე ამომრჩევლის მხარდამჭერები, ამ ყოფილი პრეზიდენტისა გამოდიან და ასე მარტივად უყურებენ ამ საქმეს?! როგორ ისინი ამზადებენ საქართველოში სამოქალაქო არეულობას? მე ვერ წარმომიდგენია ასეთი ხელისუფლება რაოდენ ცუდად მოაზროვნეც არ უნდა იყოს”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის მიერ შექმნილ “საერთო სახალხო მოძრაობაში” 104 ათასზე მეტი ადამიანი გაერთიანდა იმისთვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდეს.
მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნებას 2 ოქტომბერს აანონსებს.