“პოლიტიკურ დისკუსიაში, რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ რაღაცა მოიგოს არჩევნების წინ, მაგრამ საზოგადოებას შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ 2024 წლამდე არანაირი არჩევნები არ გვექნება, ჩვენ გვექნება სიმშვიდის და განვითარების 3 წელი. ყოველ წელს არჩევნებიც არ არის პრობლემა, მაგრამ ყოველ წელს პოლარიზებული არჩევნები არის პრობლემა ქვეყნის განვითარების კუთხით. ამიტომ, ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და ეს სამი წელი ქართული ოცნება დაამშვიდებს ქვეყანას საზოგადოებასთან ერთად”.
– თქვა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.