საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილს, ცოტნე გამსახურდიას, რომელიც გერმანიაში რეაბილიტაციის კურსს გადის, კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც „პრაიმტაიმთან“ ცოტნეს მეუღლე, ანა ჯაბაური ამბობს, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
„ჩაუტარდა კიდევ ერთი ოპერაცია – თავის პლასტიკა. ორმხრივად მოხდა იმპლანტების ინსტალაცია. ოპერაცია ჩატარდა ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ოქტომბერს და საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა.
ცოტნე, თავს კარგად გრძნობს და უკვე რამდენიმე დღეა რეაბილიტაციაც განაახლა“,- ამბობს ჩვენთან საუბარში ანა ჯაბაური.
მისი თქმით, ცოტნე კონტაქტურიცაა, თუმცა მხოლოდ ჟესტების ენაზე და ბგერების გამოცემით.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.