საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.3% შეადგინა. უწყების ინფორმაციით, 2021 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 12.0 პროცენტია.
2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:
- დამამუშავებელი მრეწველობა,
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,
- ვაჭრობა,
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება,
- სასტუმროები და რესტორნები,
- ტრანსპორტი და დასაწყობება,
- ხელოვნება,
- გართობა და დასვენება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.