“რა მოიგონეთ?” – მაია ასათიანის კომენტარი TV – “პირველის” დატოვების შემდეგ

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალური ქსელის მეშვეობით ადასტურებს, რომ ტელეკომპანია “პირველი” დატოვა, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს.

“ვადასტურებ, რომ “ტვ პირველი” მე და ჩემმა გუნდმა დავტოვეთ. ასეთი იყო “პროფილის” გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება!

უდიდესი მადლობა “ტვ პირველის” გუნდს გულთბილი დახვედრისთვის და ღირსეული მასპინძლობისთვის. ეს არასოდეს დამავიწყდება. “ტვ პირველში” ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები მუშაობენ და ყოველთვის ვიქნები ამ ტელევიზიის მხურვალე გულშემატკივარი.

უდიდესი წარმატება მათ. სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყარა. ცხოვრებაა… ხდება ხოლმე”, – წერს მაია ასათიანი “ინსტაგრამზე”.

ამასთან, ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ 30 – წლიანი მუშაობის შემდეგ, დასვენებას აპირებს.

“უამრავი ადამიანი მეკითხება, რას ვაპირებ. 15 წლიდან პაუზა არ მქონია. 30 წელია ვმუშაობ გაუჩერებლად. ამოსუნთქვას ვაპირებ”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, ასათიანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “პროფილი” დახურეს.

No description available.

No description available.

No description available.

mix.metronome.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share