“ქართულმა ოცნებამ” ქალაქი ოზურგეთი მეტალოპლასტმასში “ჩასვა”

დილიდან არ წყდება ზარები “გურიის მოამბეს” რედაქციაში, ქალაქ ოზურგეთის სხვადასხვა ქუჩებიდან.

ადგილობრივები გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ამ დილით, მათი საცხოვრებელი სახლებიდან გამოსულთ, მრავალსართულიან კორპუსებში შესასვლელი მეტალოპლასტმასის კარ ფანჯრებში ჩასმული დახვდათ.

უმრავლესობა ამ “შემოქმედების” ავტორს ვერ ასახელებს, თუმცა მცირე ნაწილი ამბობს, რომ ეს “ქართულმა ოცნების” და მათი მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის გაკეთებულია:

“შეხვედრაზე, როცა წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებდა, დაგვპირდა, რასაც ვისურვებდით იმას გააკეთებდა, ეტყობა ვიღაცამ ეს ისურვა, ყველაზე იაფი და იოლიაო და ამიტომაც, თითქმის მთელი ქალაქი ოზურგეთი – მეტალოპლასტმასში “ჩასვა” –  გვეუბნება ერთერთი მაცხოვრებელი უსახლკაროთა თავშესაფრიდან, სადაც მმართველმა პარტიამ ყველა შესასვლელში კარები გამოცვალა.

იგივე მდგომარეობაა გრიბოედოვის ქუჩაზე, თუმცა აქ მეტალოპლასტმასის კარების მონტაჟს კანალიზაციაც დაემატა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share