“სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ…განსაკუთრებით ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს”-გამყრელიძე

NCDC-ის ხემძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ არის.

მისივე თქმით, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკის შემცირებული მონაცემების მიუხედავად, ქვეყანა სიმშვიდემდე ჯერ შორს არის.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პირბადის გამოყენებასთან ერთად მნიშვნელოვანია დღიური აცრების რაოდენობის ზრდა, რაც კუმულაციურ იმუნიტეტს შექმნის და ქვეყანა მეხუთე ტალღას მშვიდად გადაიტანს.

“სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით ჯანდაცვის სექტორი დაცული უნდა იყოს.

განსაკუთრებით ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, დგას ერთ დონეზე – კრიტიკული ზღვარის ქვემოთ. კრიტიკული ზღვარი არის – 50% და ახლა გვაქვს 43%. ეს არის ცუდი. თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ავწევთ და გავითავისებთ 95%-მდე, დეკემბრამდე დავზოგავთ დაახლოებით 250 ადამიანის სიცოცხლეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share