დაიწყოს დიდი შერიგება – თაკო ჩარკვიანი ხელისუფლებას მიმართავს

პარტია ,,კანონი და სამართალის” ლიდერი საქართველოს პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს – დაიწყოს ქვეყანაში შერიგების პროცესი, რომელიც ყველა მხარისთვის და ზოგადად საქართველოსთვის მომგებიანი იქნება.

თაკო ჩარკვიანის თქმით, თუ სამართალდამცველები საქართველოში ჩამოსულ მიხეილ სააკაშვილს დააკავებენ, მათი მომხრეები შეურიგებელ და უმწვავეს ბრძოლას აანონსებენ.

მინდა, მივმართო საქართველოს პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, შეხვედრა გვინდა, რადგან საქართველო ძალიან დიდი გადაწყვეტილების წინაშე დგას, რადგან ჩამოდის ვიღაც კი არა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი. თუ თქვენ არ შეგწევთ სახელმწიფოებრივად აზროვნება, ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, ვისი დაგლეჯვაც რუსეთის მხრიდან არ გვემეტება.

სააკაშვილის დაჭერის შემთხვევაში პირობას გაძლევთ, მოძრაობა გააგრძელებს უმწვავეს ბრძოლას, მოსვენებას არ მოგცემთ კანონისა და სამართლის ფარგლებში. 

ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგება. ეს თქვენც გჭირდებათ, არ გაქვთ საქართველოში კარგი საქმეები გაკეთებული – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სექტემბრის დასაწყისში თაკო ჩარკვიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის. სამშობლოში დასაბრუნებლად სახალხო მოძრაობა ჩამოაყალიბა, რომელშიც ათასობით ადამიანი გაწევრიანდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share