ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 88 წლის მამაკაცი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან ოთხი დღის გამოწერილი იყო, საკუთარ სახლში დღეს გარდაიცვალა.
ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
„88 წლის მამაკაცი 30 ოქტომბერს საჩხერის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, მას და მისი ოჯახის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ის თავის ვაჟთან ერთად საჩხერეში კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, ხოლო მისი რძალი და ორი არასრულწლოვანი შვილიშვილი, ბათუმის კლინიკაში მკურნალობდნენ. კორონავირუსისგან ხუთივე მათგანი გამოჯანმრთელდა და გაეწერენ ბინაზე, მამაკაცი 4 დღის გაწერილი იყო, დღეს დამიკავშირდა მისი რძალი და მითხრა რომ მამაკაცი სახლში გახდა ცუდად და დაიღუპა.ასაკის გამოც ალბათ და ეს ვირუსი მაინც ტოვებს ერთგვარ ნარჩენებს ორგანიზმში.“- გვითხრა ქუტიძემ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში კორონავირუსით დღეს, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. სამი ოზურგეთში და ერთი ლანჩხუთში.