ქეიფი და დროსტარება ნასაკირალში ბაღის დაწვის შემდეგ

ნასაკირალის ბაღში გაჩენილმა ხანძარმა საზოგადოებაში ბევრი მითქმა მოთქმა გამოიწვია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ამ ბაღში დაბის ერთ ერთი საარჩევნო უბანი იყო განთავსებული.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია და შემდეგ ჩაქრობა შეძლეს, ხანძრის ლიკვიდაციაში ნასაკირალელთა დიდი ნაწილი მონაწილეობდა.
ხანძარმა რამდენიმე საათით გადადო დაბაში “ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის შეხვედრა ადგილობრივებთან, რომელიც გვიან ღამით მაინც გაიმართა და ეს უკანასკნელი დაბელებს თავის ძმასთან, არჩილთან და აჭარის პირველ პირთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად შეხვდა, თუმცა შეხვედრა წვიმის გამო ნაადრევად დასრულდა და ძმებმა სტუმრებთან ერთად ართმელაძეების ოჯახში საქეიფოდ გადაინაცვლეს.
მაგრამ აქაც არ ეწერათ კარგი მომავალი, ჯერ იყო და დასხდომიდან 5 წუთში თალაკვაძეები რიჟვაძესთან ერთად “რაღაც საქმის” მომიზეზებით სუფრიდან გაქრნენ, ასევე 5 წუთის შემდეგ კი სუფრა მოულოდნელად აიშალა ისე, რომ შემწვარი გოჭები, თხები და თიკნებიც ხელუხლებელი დარჩა.
თუ ამ ვიდეოს კარგად მოვუსმენთ ნათელი გახდება თუ რატომ აიშალა უცებ სუფრა და უკანმოუხედავად გაიქცნენ მისი წევრები
ვიდეოს დასაწყისში მაგიდასთან ვიღაც შემორბის და გაიძახის: “მენაბდე მოდის! მენაბდე მოდის” – უცებ ყველა დგება და მაგიდიდან გარბის…
არადა მენაბდე იქვე იდგა და იღებდა ოპერატორთან ერთად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share