ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.57 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

„ქართული ოცნების“ მილიარდერი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონება კვლავ გაიზარდა. Bloomberg-ის მონაცემებით, ქვეყნის არაფორმალური მმართველის ქონება 5.57 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ქონება 600 მილიონით გაიზარდა.

პანდემიის გამო გლობალურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება მის ქონებასაც შეეხო და იგი 4.92 მილიარდ დოლარამდე იყო შემცირებული, თუმცა, ივანიშვილმა საკუთარი ქონების რეკორდული მატება მაინც მოახერხა. ცნობისთვის, 5.57 მილიარდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 2.79 მილიონი უნცია ოქრო და 121 მილიონი ბარელი ნავთობი.

შეგახსენებთ, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ყველაზე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ხოლო ყველაზე მაღალ ნიშნულზე – 2013 წელს, როდესაც მისი ქონება 6.40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა. ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share