თუკი შევხედავთ დიდ სურათში, რა ხდება ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდზე შემიძლია ვთქვა, რომ ისევ პრობლემურ არჩევნებს ვატარებთ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
როგორც გიგაურმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ადგილი აქვს ზეწოლას, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასა და ჟურნალისტებზე თავდასხმას.
„თუკი შევხედავთ დიდ სურათში, რა ხდება ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდზე შემიძლია ვთქვა, რომ ისევ პრობლემურ არჩევნებს ვატარებთ. მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, წინასაარჩევნო პერიოდში არ იყოს ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, არ გამოიყენოს მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტი სათავისოდ, არ გვქონდეს ბევრი შემთხვევა, როდესაც არ არის ეფექტურად გამოძიებული ის დარღვევები, რომელზე ჩვენ ვსაუბრობთ და პოლიტიკური პარტიები საუბრობენ. ამ წინასაარჩევნო პერიოდს კიდევ ემატება ჟურნალისტებზე თავდასხმები და ის არაეფექტური გამოძიებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 5 ივლისის შემდეგ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.