41-ის დედა ვატირე, რაღა დროს 41-ია? ივანიშვილიც ვადაგასულია – ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ტვ პირველზე, გადაცემა ,,დღის ამბებში” სტუმრობისას გააკეთა.
“საერთოდ, ყველაფერს აქვს თავისი ვადა, როგორც პროდუქტს ყიდულობ და ვადა გაუვა, ვადაგასული პროდუქტია ,,ქართული ოცნება” და დღეს მას სურს, რომ ვადა გადააკრან და ისევ თავიდან შეატენონ ამომრჩეველს. არ არსებობს!
2012, 2016-ის, ანუ ,,ოცნების” ლიდერები ახლანდელს რომ შევადაროთ, როგორ შეიძლება მათ შევადარო კობახიძისა და ღარიბაშვილის ,,ოცნება”? ეს არის აბსოლუტურად აცდენილი, მომწავლელი პროდუქტი. ივანიშვილიც ვადაგასულია, რადგან 9 წელიწადში ვერაფერი შესთავაზა ქვეყანას – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.