მიხეილ სააკაშვილი უკვე საქართველოშია

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკვე საქართველოშია. აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილი სოციალურ ქსელში თავად წერს.

“დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, – წერს სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. შესაბამისად, უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ჯერჯერობით არ იციან არც „ნაციონალურ მოძრაობაში“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: