ძებნილი შემოეპარათ, წადით ბიძია სახლში – გია ხუხაშვილი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, პოლიტიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი გამოეხმაურა.

“მოკლედ, ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმის თავი აქვს, კანონმორჩილი მოქალაქეები საწოლში რამდენჯერ გადავბრუნდით, ის ითვალოს. ამ დროს, ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ… გუშინ დილას გითხარით კიდეც.

წადით ბიძია სახლში… ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა სამარცხვინოა…”, – წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ის უკვე საქართველოშია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share