ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დახვდნენ.
როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, პომპეო ოპოზიციას არ შეხვდება.