“ნაციონალური მოძროაბის წევრი” კობა ნაყოფია ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოშია. მისი თქმით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ნაყოფია ამბობს, რომ მიხიელ სააკაშვილი განმარტებებს თავადაც გააკეთებს.
“მას ჰქონდა მკაფიო გეგმა, რომ ის უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში, ეს ყველამ ვიცოდით, აბსოლიტურად დარწმუნებული ვიყავი ამაში, პირველივე დღიდან. სანამ თქვენთან მოვდიდოდი, მან უკვე დადო ვიდეო ბათუმიდან, ის ნამდვილად საქართველოშია, მინდა დაგიდასტუროთ და 3 ოქტომბერს ალბათ შემოუერთდება დიდ საზეიმო შეკრებას, როცა 2 ოქტომბრის შედეგად ქართველი ხალხი და საქართველო დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, ისინი წავლენ ხელისუფლებიდან და საქართველო დაადგება განვითარების გზას”, – თქვა კობა ნაყოფიამ.