Covid 19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 751 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.1%-ია

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 42 657 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1751 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 1633-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share