რამდენიმე მოზარდმა, ვინც ხალხთან შეხვედრის დროს, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, კოტე შარაშენიძეს აგინა, „ოცნებისგან“ საჩუქრად ახალი ველოსიპეტები მიიღო.
ამის შესახებ „გურიის მოამბეს“ რამდენიმე ადგილობრივმა აცნობა.
ბახველების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, სოფელ მშვიდობაურში, რომელიც ბახვი- დვაბზუს საარჩევნო ოლქში შედის, კონსტანტინე შარაშენიძეს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა ჰქონდა, რა დროსაც მას „ოცნების“ მაისურებში გამოწყობილმა რამდენიმე მოზარდმა უწმაწური სიტყვები ეძახა და აგინა.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდები მმართველი პარტიის მიერ იყო წახალისებული და მათ ამისთვის საჩუქრებიც მიიღეს-ახალი ველოსიპედები.
მათთვის საჩუქრების გადაცემის პროცესს კი, ბახვის დეპუტატი, ეროდი გორდელაძე პირადად ხელმძღვანელობდა.
‘პაქსაძეებისა და ჭელიძეების საცხოვრებელ სახლში ჰქონდათ ეს ველოსიპედები მიტანილი და ეროდი გორდელაძე თვითონ იყო ჩართული ამ პროცესში.
გარდა ამისა, პურისფქვილების დარიგებაც მოხდა. ფირუზა ხარაბაძის ფერმაში დასაქმებულ მოქალაქეებსა და მათ საახლობლო-სამეზობლოს მაყვალა ქიქოძემ, რომელიც გამგებლის მოადგილეა და იროდიონ გორდელაძემ, დეპუტატმა, 29 რიცხვში საღამოს ფირუზა ხარაბაძის შვილის, პაატა ხარაბაძის პირით შეუთვალა სოფლელებს, რომ პურის ფქვილების სანაცვლოდ , ხმა მიეცათ ქართული ოცნების კანდიდატებისა და პარტიის სასარგებლოდ… ეს ფირუზა ხარაბაძე გახლავთ ქვედა ბახვის აჭარული დახალებაში ავტორიტეტული პირი და მას გვერდიდან არ იშორებენ“-გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
წინასააარჩევნო პერიოდში, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსახლეობის მასიურ მოსყიდვებს, დაშინებასა და მუქარებს აქვს ადგილი, ერც არც ახალია და არც არავისთვის უცხო.
გასაკვირი უბრალოდ ის არის, რომ ფაქტების მოუხედავად, მათი ყველა თავგასულობა და კანონის უპატივცემულობა რეაგირების გარეშე რჩება, მხოლოდ იმის დასტურად, რომ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუცია მთლიანად მოშლილი და ძირგამოთხრილია.