სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ბოლო ორი დღეა მასიურად არიგებენ თანხებს ამომრჩევლების ხმების სანაცვლოდ.
როგორც “გურიის მოამბეს” თვითმხილველები ადგილებიდან აცნობებენ, თანხების დარიგებას “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მასიურად ანხორციელებენ. მათი თქმით, ქალაქ ოზურგეთში არის ორი არაოფიციალური შტაბი გაბრიელ ეპისკოპოსის და ბათუმის ქუჩებზე, რომლებიც კერძო საცხოვრებელ სახლში და კორპუსებში არის გახსნილი., საიდანაც ხდება ამომრჩევლებზე თანხების დარიგება.