მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობას აცხადებს – ამის შესახებ სახალხო დამცველმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვების შემდეგ ისაუბრა. ნინო ლომჯარია ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.