“უწინ კარტოფილზე და ხახვზე გადაყავდათ ამომრჩეველი, წელს ფქვილია” ხოდში”-დვაბზუს გამგებელი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მერის წარმომადგენელი, მამუკა გოგუაძე ამომრჩევლის ხმების მოსყიდვის ახალ მეთოდზე საუბრობს.

ხახვიდან და კარტოფილიდან, პურის ფქვილამდე-ასეთია წელს “ოცნების” ხელგაშლილობის მაქსიმუმი.

ისე,ჩვენს უბანზე,წინა წლებთან შედარებით წარმატებებიცაა.თუ კი უწინ კარტოფილზე და ხახვზე გადაყავდათ ამომრჩეველი,წელს ფქვილია “ხოდში”.როგორც ბოროტი ხმები ამბობენ,თუ სოფლის მაჟორიტარად სასურველი კანდიდატი გავა,მაშინ კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ავტორიტეტი საპყრობილედან გათავისუფლდება(?)დარწმუნებული ვარ,ეს ცუდი ამბავი იმ ადამიანმა არ იცის.იმედი მაქვს,რომ გაიგებს და იდეის ავტორებს “გაესაუბრება” თავის დროზე… ყველანი არჩევნებზე…

წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დვაბზუს გამგებელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share