შეერთებული შტატების კონგრესმენები, გრეგორი მიკსი და მაიკლ მაკკოლი საქართველოში 2 ოქტომბერს
დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა აშფოთებთ.
“ამ უქმეების მუნიციპალური არჩევნების მოლოდინთან ერთად, ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიის განგრძობადი უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციითა და წინასაარჩევნო ძალადობის შესახებ ცნობებით. იმისთვის, რომ საქართველომ ნატოს, ეუთოს და ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტები შეასრულოს, ამ თვის არჩევნებზე ყველა მხარემ დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით არჩევნებს. ველოდებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს და ვრჩებით ერთგულნი საქართველოში მონაწილეობრივი დემოკრატიისა, არჩევნების დღის მიღმაც”,-ნათქვამია განცხადებაში.