ოზურგეთში საარჩევნო უბნებში სპეცსიები გამოჩნდა, სადაც მხოლოდ, შსს თანამშრომლები და ის კომისიის წევრებია, რომლებიც მხარს მმართველ პარტიას უჭერენ.
ოზურგეთის #60 საოლქო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე გვიხსნის, რომ სპეცსია მხოლოდ 5 უბანშია და მასში, მხოლოდ შსს თანამშრომლებია, რომლებიც უვადოდ მუშაობენ ოზურგეთში თუმცა, კი რას ნიშნავს უვადოდ მუშაობა ლომიძე ვერ ხსნის. აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ამ დღეებში მიიღო და სიაც შსს-მ მიაწოდათ.
ამ სიებში არიან ასევე, კომისიის ის წევრები, რომლებიც კომისიაში მუშაობენ, თუმცა სხვა ტერიტორიულ ერთეულში ცხოვრობენ.
ოპოზიციასა და დამკვირვებლებს ეს ფაქტი ჯერ არ დაუფიქსირებიათ.