ოზურგეთში, #4 სკოლის შენობაში განთავსებული საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ამომრჩევლების მოსყიდვას ჰქონდა ადგილი. გაჩერებულ ავტომობილში მსხდომი პირები ხმების სანაცვლოდ ფულს არიგებდნენ. თუმცა მედიასთან შიგნით მსხდომები ფაქტს არ ადასტურებენ. თქვენ ნორმალურები ხართ? ! მანქანა მყავს გაფუჭებული და გაჩერებული ვარ!, – ამბობს მოქალაქე.
ადგილზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატეობის კანდიდატი ლელა საჯაია იმყოფებოდა. შეკითხვაზე, თუ რას აკეთებდა იმ ავტომობილთან, საიადანაც ფულს არიგებდნენ, თქვა, რომ იქ ყოფნის უფლებას კანონი არ უკრძალავს.