“როგორც არასდროს ისეთი შემართებით ვარ…თუ გვინდა სამუშაო ადგილები, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაშინ ხმა უნდა მივცეთ ოპოზიციურ ძალებს”-ანზორ მელია

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ მან თქვა, რომ ასეთი შემართებით არასდროს ყოფილა.

“როგორც არასდროს ისეთი შემართებით ვარ. ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი. აქ წყდება საქართველოს მომავალი. გვინდა სიღარიბეში, სიბინძურეში, გაუტანლობაში ცხოვრება? თუ გვინდა ცივილიზაცია, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, სამუშაო ადგილები, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაშინ ხმა უნდა მივცეთ ოპოზიციურ ძალებს”, – თქვა მელიამ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share