(ფოტო) მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი – სანდრა რულოვსი მოქალაქეებს მიმართავს

ქს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მეუღლემ, სანდრა რულოვსმა თბილისის მე-19 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა და სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეებს რეფერენდუმში აქტიურობისკენ მოუწოდა.

“დღის 16.00 საათზე, თბილისის მე-19 უბანზე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი. აქტიურობა ძალიან დაბალია. ყველას მოგიწოდებთ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღოთ!”,- წერს რულოვსი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

May be an image of 1 person, standing and indoor

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share