ოზურგეთის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე საუბრობს:
”ყურადღებით იყავით, ყოველ15-20 წუთში ლაივში გაჩვენებთ ამომრჩევლებზე ზეწოლას, მოსყიდვას, დაშინებას …. კატასტროფა ხდება… სრული მარაზმი…. არ დავთმობ, სიცოცხლეს დავთმობ და ამ თავგასულობას არა !!!” – წერს ირაკლი ღლონტი.
მისივე ინფორმაციით, “ქართული ოცნება” არჩევნების მოსაგებად ყველა ბინძურ მეთოდს იყენებს, მათ შორის კრიმინალებს:
” მთელი დღეა კრიმინალების მობილიზებაა საარჩევნო უბნებთან. წინა დღეებში სახლებში უვარდებოდნენ ჩვენს მხარდამჭერებს, დღეს უბნებზე უვარდებიან, კარებთან ხვდებიან, ემუქრებიან. ჩვენს ერთ_ერთ აქტიურ მხარდამჭერს, გიორგი კ_ს, რომლის გვარსაც შეგნებულად, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასახელებ სახლთან დახვდნენ ე.წ. ძველი ბიჭები და სიცოცხლის ხელყოფითაც კი დაემუქრნენ თუ კამპანიაში მონაწილეობას არ შეწყვეტდა” – ამბობს ღლონტი და დასძენს, რომ ეს ინფორმაცია სამართალდამცავებსაც კი მიაწოდა, თუმცა ამაზე არათუ გამოძიება დაიწყეს, ფორმალური გამოკითხვებიც კი არ ჩაატარეს.