“ნუ შეეგუები ამ ყველაფერს, ეცადე მაინც რომ იბრძოლო”-ზურაბ გურული

ბევრი აღარ დარჩა.
რამდენიმე საათი. თუ არ წასულხარ, მაინც წადი. გახსოვდეს, ბოროტება კი არ იგებს, შენ აგებ ბოროტებასთან. ბოროტებას ამჯერად კონკრეტული სახე აქვს და ბოროტებაა 21-ე საუკუნეში ფეოდალიზმი რომ გაქვს შენს ქვეყანაში;
ფეოდალიზმი და მონათმფლობელობა. ამ წყობას შენი ქვეყნის, შენი ოჯახის და პირადად შენი დეგრადაცია მოაქვს. იძულებულს გხდის იმლიქვნელო, საკუთარ თავმოყვარეობას დააფურთხო, მომავალი მოისპო მხოლოდ ერთი მიზნით, რომ გადარჩე და იარსებო. ბოროტების ყველაზე დიდი ცინიზმი ის არის, რომ საკუთარ უმომავლობას, გახრწნას, ცოცხლად დალპობას საკუთარი დაუღალავი შრომით გაფინანსებინებენ. შენი სხეულისა და გონების ძალისხმევით კვებავ ბოროტს და აძლიერებ. ნუ შეეგუები ამ ყველაფერს; ეცადე მაინც რომ იბრძოლო. მცდელობაც პოზიციაა; ძლიერი პოზიცია. თუნდაც მოიგოს ბოროტებამ, შენ არ წააგო. მიდი და სცადე!
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი და მწერალი ზურაბ გურული.
 
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share