“არჩევნები მასიურად გაყალბდა” – ირაკლი ღლონტი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ოზურგეთში ირაკლი ღლონტი არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ამომრჩევლებზე წარმოუდგენელი ტერორი და ზეწოლა ხორციელდებოდა ყველა საარჩევნო უბანზე. როგორც მერობის კანდიდატი ამბობს, ის არ აპირებს მსგავს უასამართლობაზე თვალის დახუჭვას და ბოლომდე დაიცავს ამომრჩევლების ნებას: ”

”ეს არ იყო არჩევნები..ყველა საარჩევნო უბანთან რიგდებოდა ფული, ყველა საარჩევნო უბანთან იდგა ე.წ. ქუჩის ავტორიტეტები. ხდებოდა მასიური ზეწოლა ამომრჩეველზე,ძალდატანება, ტერორი. ამ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შეუძლებელია არჩევნები ვუწოდო. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ და არავის არ ვაპატიებთ, ოზურგეთის- ჩემი მშობლიური მხარის ასე შეურაცხყოფას.”

ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ირაკლი ღლონტმა ამ წუთებში გააკეთა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share