ფამფალეთის საარჩევნო უბანზე შუქი საარჩევნო პროცესში დაახლოებით ერთი საათის წინ გაქრა.
როგორც ადგილიდან “გურიის მოამბეს” აცნობეს, უშუქოდ უბანი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში იყო დარჩენილი.
ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროის შემდეგ აღსდგა.
თუმცა ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სწორედ ამ დროის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” ყუთში წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები ჩაყარა.