,,ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის, ინფორმაციით, ქუთაისში ოპოზიციურ უბნებზე შუქს მასობრივად თიშავენ, ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
ქუთაისში, ყველაზე ოპოზიციურ უბნებზე, შუქს მასიურად აქრობენ! ავტოქარხანაშიც გათიშეს!”, — წერს დეკანოიძე ფეისბუქგვერდზე.
ტვ პირველის ინფორმაციით, შუქი დღეს რუსთავის მე 11-ე უბანზეც გაითიშა. კომისიის თავმჯდომარე ,,პირველების” ჟურნალისტს ადგილზე მუშაობის საშუალებას არ აძლევს. აღსანიშნავია, რომ ამ უბანზე ვიდეოკონტროლი არ მიმდინარეობს.
უბნებზე ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს , ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილიც.
საარჩევნო უბნებზე მასობრივად აქრობენ შუქს. 1 საათი და 30 წუთი დარჩა არჩევნების დასრულებამდე. კრიმინალური ,,ოცნება” მარცხდება ქართველ ხალხთან. მოდი არჩევნებზე”, — წერს ხაბეიშვილი.