რამდენიმე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი სანთლის შუქზე მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“90-იანების მერე საარჩევნო უბნებში შუქის ჩაქრობა არ მახსოვს. კარგი ტემპით მივდივართ. მგონი რამდენიმე საუკუნეს სწრაფად გადავახტებით და მალე შუა საუკუნეებში ვიქნებით.
სად ხართ ის პარტიები, ვინც ამტკიცებდით, რომ შესანიშნავი არჩევნები გვექნებოდა და გაყალბება პრაქტიკულად გამოირიცხა? ეს არჩევნებია?,” – წერს ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, რუსთავში, ერთ-ერთ ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიული შემთხვევის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბანს, თუმცა ოპერატიული რეაგირების შედეგად, საარჩევნო უბნების უმეტესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მალევე მოხერხდა.