თბილისში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე განყოფილების ბაზაზე, სავარაუდოდ, მობილიზაციაა გამოცხადებული. ადგილზე ყვითელი ავტობუსები მიიყვანეს, რომლებსაც ძრავი ჩართული აქვთ.
გდდ-ს ბაზასთან მსგავს გადაადგილებებსა და სხვადასხვა დანაყოფების ადგილზე ყოფნაში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბაზაზე ავტობუსების რაოდენობა იზრდება.
სავარაუდოდ, ეს ყველაფერი სწორედ მობილიზაციას უკავშირდება, რათა საჭიროების შემთხვევაში ავტობუსებით სპეცდანიშნულების რაზმი კონკრეტულ ლოკაციებზე გადაიყვანონ.
ავტობუსებში აწყვია ფარები და სპეცდანიშნულების რაზმის სხვადასხვა აღჭურვილობა.
ინფრომაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.