ოცნება — 38.6%, ენმ —33.0 % — „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგი თბილისში

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით,  2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით თბილისში   “ქართულმა ოცნებამ”   38.6 % , ენმ-მ კი 33.0 % მიიღო. პარტიების პროპორციული შდეგი სრულად ასე გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 38,6%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 33 %
  • საქართველოსთვის – 7,6 %
  • გირჩი – მეტი თავისუფლება – 4,8 %
  • ლელო – 4%
  • ხალხისთვის – 2%
  • გირჩი – 1,6%
  • მოქალაქეები – 1,1%
  • ევროპული საქართველო – 1,0 %
  • ლეიბორისტული პარტია – 1,0%
  • პატრიოტთა ალიანსი – 0,9%
  • მესამე ძალა – 0,8%„მთავარი არხის“ ეგზიტპოლები კვლევითმა ორგანიზაცია „IPSOS-მა“ ჩაატარა. ცდომილების ზღვარი არის +/- 3%. რესპოდენტები შეირჩნენ შემთხვევითობის პრინციპით.

    ეს არის შედეგები 17.00 საათის მონაცემებით და ასახავს პარტიების და კანდიდატების შედეგებს თბილისში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share