ამ წუთებში ოზურგეთის ყველა საარჩევნო უბანში ხმის დათვლის პროცესი დაწყებულია.
წინასწარი მონაცემებით ოზურგეთში, დღეს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა 36 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო.
როგორც გვატყობინებენ, სერის ერთ-ერთ უბანში ხმის დათვლის პროცესის დაწყებისას ცხადი გახდა, რომ ბიულეტენები გაცილებით მეტია, ვიდრე კონვერტი.