“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდტი ირაკლი ღლონტი სააარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს,რომ მათ არ მიიღონ მონაწილეობა იმ სიყალბეში,რასაც ხელისუფლება ხმების დათვლის პროცესში გეგმავს და არ მოაწერონ ხელი ყალბ ოქმებს:
“ყველას მინდა მოგესალმოთ,განსაკუთრებით კი ხალხს, რომელიც ჩემს გვერდით დადექით.დიდი მადლობა მინდა გითხრათ მხარდაჭერისთვის. ყველაფერი ისეა, როგორც ოზურგეთს გაუხარდება. ახლა ჯერი კომისიის წევრებზეა. მოვუწოდებ საარჩევნო უბნების კომისიის წევრებს , ნუ წახვალთ სიყალბის მხარეს,ნუ აღმოჩნდებით დანაშაულის მხარეს. ნუ მოაწერთ ნურცერთი კომისიის წევრი ყალბ ოქმს ხელს. გთხოვთ, პატივი ვცეთ ოზურგეთელთა გადაწყვეტილებას.” – აცხადებს ირაკლი ღლონტი.