“არჩევნები რუსმა ოლიგარქმა მოიპარა” – პომპეოს შეხვედრების პარალელურად აქციები მიმდინარეობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური შეხვედრების პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე ოპერის შენობიდან თსუ-ის პირველ კორპუსამდე შეკრულია ცოცხალი ჯაჭვი. შეკრებილებს ხელში უჭირავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმები წარწერით “გაყალბებულია”.

მშვიდობის ხიდიდან გადმოფენილ ბანერზე კი გაკეთებულია წარწერა “არჩევნები რუსმა ოლიგარქმა გააყალბა”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share