ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.
“სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე”, – ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ წუთებში კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საპატრიარქოში ილია მეორეს ხვდება.
მანამდე პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც საქართველოს დატოვებს.
პარალელურად ოპოზიცია და აქტივისტები რამდენიმე ლოკაციაზე მდუმარე აქციას მართავენ.
პომპეო საქართველოს გუშინ, 17 ნოემბერს ეწვია.
მსგავსი სტატიები
- 64
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქარღთველოში, მაიკ პომპეოს და მთავრობის ადმინისტრაციის შეხვედრის შემდეგ, განცხადება გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ სრულად: სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო…
- 62
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
- 55
ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ქსენოფობიისა და მიგრანტთა უფლებების საკითხებს აფასებს. TDI-ს ინფორმაციით, 2020 წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო - კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა და შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების…
- 54
აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაიკ პომპეოსა და საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყველა შეთანხმდა, რომ სასამართლო რეფორმისა და კანონის უზენაესობის კუთხით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. შეერთებული შტატები კი, საქართველოს მხარდაჭერის გასაგრძელებლად მზადყოფნას გამოთქვამს. "სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა.…