ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამ წუთებში საპატრიარქოში მივიდა. მისი მორიგი შეხვედრა პატრიარქთან ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რასთან დაკავშირებით უნდა ისაუბრონ მათ ცნობილი არაა.
არაოფიცილაური ინფორმაციით, შეხვედრაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს. მაიკ პომპეო უკრაინის ავტოკეფალიას მხარს უჭერს. შეხვედრა საპატრიარქოშიც დახურულ ფორმატში გაიმართება და კადრები მოგვიანებით გავრცელდება.
მაიკ პომპე საპატრიარქოში მისვლამდე პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გამართა. პირველი კი ვისაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იყო.