ოზურგეთში, “ქართული ოცნების” ოფისი დაკეტილია. მმართველი გუნდის მოლოდინი, რომ ავთანდილ თალაკვაძე პირველივე ტურს მოიგებდა არ გამართლდა _ ოზურგეთში, წინასწარი მონაცემებით ავთანდილ თალაკვაძესა და კონსტანტინე შარაშენიძეს შორის, მეორე ტური გაიმართება.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში წინასწარ შედეგებზე ჯერ არ საუბრობენ. კამერებთან ამ დრომდე არ ჩნდება ავთანდილ თალაკვაძეც, რომლის ოფისს ნაგავი აქვს მიყრილი. რაც შეეხება შარაშენიძეს, მისი თქმით, ის მეორე ტურში მეორე ადგილზე გავიდა და ახლა ბრძოლას პირველი ადგილისთვის აპირებს.