წინასწარი მონაცემებით “ნაციონალებმა” ოზურგეთის საკრებულოში 10 მანდატი აიღეს

წინასწარი მონაცემებით, გუშინ ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად,”ნაციონალებმა” ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოში 10 მანდატი აიღეს.

აქედან ერთი მაჟორიტარული და 9 პროპორციული.

ნასაკირალის საარჩევნო ოლქში ბესო ქათამაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა.

პირველივე ტურში გამარჯვებასთან ახლოს იყო ლაითური ნარუჯას მაჟორიტარობის კანდიდატი მთავარი ოპოზიციური პარტიიდან რაინდი დუმბაძე, თუმცა მას რამდენიმე ხმა დააკლდა და ახლა მე-11 მანდატისათვის მეორე ტურში იბრძოლებს.

მეორე ტურში გადასვლის შანსები აქვთ ამავე პარტიიდან ასევე ემზარ მახარაძეს (ნატანები) და შალვა თავდიშვილს-ძიმითი-ნაგომარი-ასკანა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share