მეორე ტური 30 ოქტომბერს იქნება

კობახიძის ინფორმაციით, მეორე ტური 30 ოქტომბერს იქნება

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, როცა მან არჩევნების შედეგებზე ისაუბრა.

კობახიძე ამბობს, რომ სულ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება მეორე ტური და ოცივეს “ოცნება” მოიგებს, მათ შორის თვითმმართველი ქალაქების მერობის არჩევნებსაც.

საზოგადებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში – თქვა კობახიძემ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share