“წაგებას უნდა შეხვდეთ ღირსეულად. ქართულმა საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა საკადრისი პასუხი, თქვენც იგულისხმებით, რა თქმა უნდა ამაში.
საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს არჩევნების მე-2 ტურში”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებს კითხვაზე, რა არის დამაჯერებელი გამარჯვებაში, როცა მეორე ტურები დაინიშნა კობახიძემ უპასუხა – “მოდით, წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის”.
კობახიძის აზრით, ტელევიზიები, რომლებიც “კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას” ეკუთვნის, მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან “ბელადი” ციხეშია.
“თქვენი დაკარგული, თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ ქალბატონო დეა”, – უთხრა მან “მთავარი არხის” ჟურნალისტს.
ამის შემდეგ მან ბრიფინგი დატოვა.