წინასწარი მონაცემები ოზურგეთიდან, სადაც მერის ასარჩევად მეორე ტური ავთანდილ თალაკვაძეს და კოტე შარაშენიძეს შორის გაიმართება

მეორე ტური ჩატარდება ოთხ მაჟორიტარულ ოლქში

1 ოლქში ”ქართული ოცნების” კანდიდატს ლელა საჯაიას 38,1% აქვს, ხოლო პარტია ”საქართველოსთვის” კანდიდატს გიორგი სირაძეს 38,64%.

11- ე ოლქში (გურიანთა, სოფელ ოზურგეთი, მელექედური) ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ნინო მახარაძემ 35, 28% მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა დათა მიქელაშვილმა 27,97 პროცენტი.

12-ე ოლქში (ძიმითი, ასკანა, ნაგომარი) ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ტიტე მგელაძემ 39, 06 % აიღო, ხოლო ”ევროპული საქართველოს” კანდიდატმა ზვიად ბზეკალავამ – 26,51 %.

14 -ე ოლქში (დვაბზუ, ბახვი) ”ქართული ოცნების” კანდიდატმა მარიკა ჩხიკვიშვილმა 39,6 % მიიღო, ხოლო”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გოჩა შარაშენიძემ – 37,29 %.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share