პარტიული ხმების მონაცემების პირველადი შედეგები ყველა ოქმის დათვლის შედეგად ოზურგეთში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 8996 ხმა ( 25.8%) აქვს; “გახარია _საქართველოსთვის” 3228 ხმა (9.20%) ; ხოლო “ქართული ოცნებას” 17 536 ხმა (50.43%). ამ მონაცემით ირკვევა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატს, რომლის საარჩევნო კამპანიაში მთელი ხელისუფლება იყო ჩართული და არსებული ინფორმაციით 3 მილიონზე მეტი დახარჯეს, პარტიაზე ნაკლები ხმა აქვს _ ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთში 15 396 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 44.13 პროცენტია. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთისგან განსხვავებით, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში მმართველი გუნდის კანდიდატებმა პარტიაზე ბევრად მაღალი შედეგი დადეს და თითქმის ათი პროცენტით გადაასწრეს.