ოზურგეთის რამდენიმე საბავშვო ბაღში ხვალ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ დაიწყება

ოზურგეთის რამდენიმე საბავშვო ბაღში ხვალ სასწავლო პროცესი არ განახლდება, ამის შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

ა.(ა).ი.პ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი გაცნობებთ, რომ ოზურგეთის რამდენიმე საბავშვო ბაღში, რომელსაც მიეწოდება ბუნებრივი აირი სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი ხვალ არ განახლდება.
ეს ბაღებია: ქალაქის N1,N2, N3, N4, N6, N9, ლიხაურის, დვაბზუს, გ/დვაბზუს, ჭანიეთის,ბახვის, სოფელ ოზურგეთის, ბოხვაურის, ლაითური N1 საბავშვო ბაღები.
✅დამატებით ინფორმაციას აუცილებლად გაცნობებთ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share